მეოთხე დღეს ჩვეულებისამებრ გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა, რის შემდეგაც გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. შევადგინე ჩემი პროექტისთვის დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ამის შემდეგ ავაწყვეთ პრეზენტაცია პროექტის პორტფოლიოსთვის, რაც ძალიან საინეტრესო და სახალისო აღმოჩნდა ჩემთვის. ბოლოს კი ვიმუშავეთ ბლოგში- ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა, სათაურის შეცვლა, აგრეთვე ბლოგის წაშლა- აღდგენა და სურათის ჩასმა .
воскресенье, 26 апреля 2015 г.
суббота, 25 апреля 2015 г.
ტრენინგის მესამე დღე
დღეს გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა, რის შემდეგაც დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, რაც ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის....მოვიძიე ელექტრონულად ჩემი საგნობრივი სტანდარტი და შესაბამისად მივუსადაგე ჩემს პროექტს, რის შემდეგაც ჩამოვაყალიბე მიზნები საგნობრივი სტანდარტის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით. აგრეთვე გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს, რაც სიახლე იყო ჩემთვის და ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტისთვის შესაბამისი კითხვებიც....
воскресенье, 19 апреля 2015 г.
ტრენინგის მეორე დღე
მეორე დღე უფრო მეტად საინტერესო აღმოჩნდა....გარდა იმისა , რომ გავიმეორეთ წინა დღის მასალა და მიმოვიხილეთ საინტერესო პროექტები, უფრო საინტერესო აღმოჩნდა სარეკლამო ბუკლეტის მოთხოვნების გაცნობა....თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ გავიმეორეთ Word-ის ის ინსტრუმენტები რაც ბუკლეტის დასამზადებლად დაგვჭირდებოდა და დავიწყეთ ბუკლეტის დამზადებაც.....პრაქტიკული ნაწილი მეტად სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა....კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, აქ ნასწავლი მასალა ნამდვილად დამეხმარება ჩემს საქმიანობაში....
ტრენინგის პირველი დღე
პირველი ტრენინგი გაცნობითი ხასიათისაა ხოლმე ძირითადად და ამჯერადაც ასეა....გავეცანით ინტელის სასწავლო ძირითად კურსს. განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. გავეცანით რესურსებს, რომლებიც დამეხმარება პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რაც გამომადგება სასწავლოს პროექტის დაგეგმისას მიზნის უკეთ განსაზღვრაში. შევქმენი ბლოგი და ვისწავლე როგორ განვათავსო მასზე საჭირო ინფორმაცია. მოლოდინი დიდი მაქვს და ვთვლი რომ ძალიან საჭირო და დროული ტრენინგია ჩემთვის...
Подписаться на:
Сообщения (Atom)