вторник, 12 мая 2015 г.

პროექტის შეჯამება

მადლობა ტრენინგის ხელმძღავნელს  ქალბატონ ქეთი ცერაძეს  ძალაინ საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის. ტრენინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დაგვეხმარება   მოვაწესრიგოთ დოკუმენტაცია , დაგვეხმარება  პორტფოლიოს შექმნასა და შემდგომ სრულყოფაში. გავეცანი სიახლეებს , გამოვიმუშავე  ბლოგზე მუშაობის უნარ ჩვევები. ტრენინგი მასწავლებლის საჭიროებებზე იყო მორგებული , ამდენად  დიდ დახმარებას გაგვიწევს  ჩვენს საქმიანობაში. როდესაც დავრეგისტრირდი ასეთი მოლოდინი არ მქონდა ნამდვილად...

ტრენინგის მეცხრე დღე

დღესაც დავიწყეთ გამეორებით, რის შემდეგაც ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია ...შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები და გავუზიარეთ შთაბეჭდილებები..შემდეგ ვისწავლეთ Picasa ალბომის შექმნა და ალბომისა და ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე, რაც ძალიან მაინტერესებდა ...


воскресенье, 10 мая 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღეც გამეორებით დავიწყეთ...ვისწავლეთ და შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. ტრენინგი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და გადავხედეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდეები და ავტვირთეთ ბლოგზე link list ის გაჯეტით. დღევანდელი დღეც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი საინტერესო და ნაყოფიერი იყო...




суббота, 9 мая 2015 г.

პროექტის მეშვიდე დღე

მეშვიდე დღემ ნაყოფიერად  ჩაიარა , გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შევთანხმდით იმაზე, რომ პროექტის დროს ყველა მოსწავლის საჭიროება უნდა იყოს გათვალისწინებული და განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პროექტის ისე დაგეგმვა, რომ ყველა დონის მოსწავლისთვის საინტერესო გახდეს
ბოლოს ვიმუშავეთ გეგმაზე , რაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ საინტერესო.  გმადლობთ დღევანდელი დღისთვის...



воскресенье, 3 мая 2015 г.

პროექტის მეექვსე დღე

მეექვსე დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა . დავიწყეთ წინა მასალის  გამეორებით . განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაცია , ავაწყეთ პრეზენტაცია PowerPoint -ში. განვიხილეთ და პრაქტიკულად გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და გადავხედეთ პროექტის გეგმებს , რაც აუცილებლად გამომადგება შემდგომში პროექტებზე მუშაობისას..


суббота, 2 мая 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი უფროდაუფრო საინტერესოა ჩემთვის...მას შემდეგ, რაც გავიმეორეთ უწინ ნასწავლი მასალა, ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა და გავეცანით საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს...ვისწავლეთ კომენტარების დაწერა ბლოგზე...გავიმეორეთ ბლოგის შესახებ ნასწავლი ყველა მასალა -შევქმენით მოსწავლის ბლოგი და რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე- რაც ძალიან საჭიროა პორტფოლიოს შექმნისთვის...


воскресенье, 26 апреля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

მეოთხე დღეს ჩვეულებისამებრ გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა, რის შემდეგაც გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. შევადგინე ჩემი პროექტისთვის დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ამის შემდეგ ავაწყვეთ პრეზენტაცია პროექტის პორტფოლიოსთვის, რაც ძალიან საინეტრესო და სახალისო აღმოჩნდა ჩემთვის. ბოლოს კი ვიმუშავეთ ბლოგში- ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა, სათაურის შეცვლა, აგრეთვე ბლოგის წაშლა- აღდგენა და სურათის ჩასმა .

суббота, 25 апреля 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

დღეს გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა, რის შემდეგაც დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, რაც ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის....მოვიძიე ელექტრონულად ჩემი საგნობრივი სტანდარტი და შესაბამისად მივუსადაგე ჩემს პროექტს, რის შემდეგაც ჩამოვაყალიბე მიზნები საგნობრივი სტანდარტის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით. აგრეთვე გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს, რაც სიახლე იყო ჩემთვის და ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტისთვის შესაბამისი კითხვებიც....


воскресенье, 19 апреля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

მეორე დღე უფრო მეტად საინტერესო აღმოჩნდა....გარდა იმისა , რომ გავიმეორეთ წინა დღის მასალა და მიმოვიხილეთ საინტერესო პროექტები, უფრო საინტერესო აღმოჩნდა სარეკლამო ბუკლეტის მოთხოვნების გაცნობა....თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ გავიმეორეთ Word-ის ის ინსტრუმენტები რაც ბუკლეტის დასამზადებლად დაგვჭირდებოდა და დავიწყეთ ბუკლეტის დამზადებაც.....პრაქტიკული ნაწილი მეტად სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა....კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, აქ ნასწავლი მასალა ნამდვილად დამეხმარება ჩემს საქმიანობაში....

ტრენინგის პირველი დღე

პირველი ტრენინგი გაცნობითი ხასიათისაა ხოლმე ძირითადად და ამჯერადაც ასეა....გავეცანით ინტელის სასწავლო ძირითად კურსს. განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. გავეცანით რესურსებს, რომლებიც დამეხმარება პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რაც გამომადგება სასწავლოს პროექტის დაგეგმისას მიზნის უკეთ განსაზღვრაში. შევქმენი ბლოგი და ვისწავლე როგორ განვათავსო მასზე საჭირო ინფორმაცია. მოლოდინი დიდი მაქვს და ვთვლი რომ ძალიან საჭირო და დროული ტრენინგია ჩემთვის...